
დღევანდელი მონაცემებითაც, ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს - რამდენი ხანია, გვიგრძელდება ზომიერი, კონტროლირებადი მატება, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ამჟამად, კოვიდცენტრებში მხოლოდ 120 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი, პრინციპში, 85%-ს გადააჭარბა. ჩვენთან, ბოლო დროის განმავლობაში შემოსული პაციენტები, რომელთა შემთხვევაშიც, შესაძლებელი იყო მდგომარეობის დამძიმება, ეს ასე არ განვითარებულა, რადგან არც ერთ მათგანთან დაავადების პროგრესირებას ადგილი არ ჰქონია. მათი ზოგადი მდგომარეობა შენარჩუნებულია. ისინი საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები არიან", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 926 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 791 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.