რეზონანსი
29.06.2020

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შეგროვებული მასალების თანახმად დგინდება, რომ მსოფლიო საზოგადოებაში კორონავირუსის ფატალური შემთხვევების რაოდენობის მხრივ კიდევ ერთი საზარელი სტატისტიკა დაფიქსირდა- დაღუპულთა რაოდენობა უკვე 500 000-ს გასცდა.

დაავადების გავრცელება მიუხედავად ზაფხულისა და ვირუსთან ბრძოლის კონკრეტული გეგმების შემუშავებისა, მაინც ძალზე მასშტაბურად მიმდინარეობს- აშშ-ში ამ დრომდე რჩება ზემოხსენებული ინფექციით 1, 415 000 დაავადებული პაციენტი, გარდაცვლილთა რიცხვი კი უკვე თითქმის 130 000-ია.

უკანასკნელი „ვიქენდის" განმავლობაში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში უკვე 10 მილიონს გასცდა.

მხოლოდ 1-იდან 27 ივნისამდე არსებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ ყოველ 24 საათში კოვიდ 19-ისგან 4700-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, დღეს კი რიცხვი ოდნავ გაზრდილია. უკანასკნელ 5 თვეში კოვიდ-19ით გარდაცვლილთა რაოდენობამ გადააჭარბა იმ პაციენტთა რიცხვს, რომლებიც მალარიით კვდებიან ყოველ წლიურად. საშუალოდ კორონავირუსი უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, კლავს 78 000 ადამიანს თვეში, აივ ინფექციისგან კი იღუპება 64 000-მდე პაციენტი, ხოლო 36 000 კი მალარისგან ასრულებს სიცოცხლეს ფატალურად.

კორონავირუსის გავრცელებამ უკანასკნელ პერიოდში ძალზე მასშტაბური სახე მიიღო აგრეთვე ბრაზილიში, სადაც 1,345 000 ადამიანი დაავადდა ინფექციით, ხოლო 58 000-მდე მათგანი კი გარდაიცვალა აღნიშული ვირუსით.

მძიმეა ევროპაშიც მდგომარეობა, სადაც რუსეთმა ვირუსის გავრცელების მხრივ კონტინენტის ყველა „ქვეყანა ჩამოიტოვა" . ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ინფორმაციით, ხელისუფლება მალავს რეალურ მონაცემებს და გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია ოფიციალურ რიცხვებზე. რუსეთში სულ 634 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, რომელთაგან 226 277 ამ დრომდე საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×