რეზონანსი
29.06.2020

ინციდენტი სოფელ ჩუმლაყში გუშინ მოხდა. ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. სროლის შემდეგ 30 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მამაკაცი ყელის არეშია დაჭრილი. გარდაცვლილი სოფელ ახაშენში მცხოვრები, 30 წლის შოთა მაზმიშვილია, ხოლო დაჭრილი, ჩუმლაყის მკვიდრი, 29 წლის ანზორ მოსესოვი. იგი გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×