რეზონანსი
29.06.2020

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, სადაც მან გირგვლიანისა და შაქარაშვილის მკვლელობას შორის პარალელი გაავლო, სოციალური ქსელით ეხმიანება:

„მხოლოდ ავადმყოფს და არამზადას შეუძლია რაიმე პარალელი გაავლოს გირგვლიანის მკვლელობასა და შაქარაშვილის საქმეს შორის.

იქ დანაშაული ჩაიდინეს მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეებმა და შემდეგ მთელი სისტემა იყო გაყალბებაში და დაფარვაში ჩართული. ამაზე სტრასბურგის სასამართლომაც დადო დასკვნა.

ხოლო, შაქარაშვილის მკვლელობა „შპანამ“ ჩაიდინა, და მიეზღვებათ მაგათ!

მოკლედ, ნანუკა ჟორჟოლიანმა გაახმოვანა თავის პოსტში გეგმა შაქარაშვილის საქმე რომ იქცეს ახალ „გირგვლიანის საქმედ“.

გადახარშეს, გადმოხარშეს, ამ აჯაფსანდალს ბევრი ინგრადიენტი დაამატეს და, რა თქმა უნდა ბერა. სხვანაირად ვერ გახვევდნენ ხელისუფლებას. ესე იფიქრეს.

საზოგადოების რეაქციამ აიძულა ეს ავადმყოფი, წაეშალა თავისი პოსტი, მაგრამ გეგმა გამჟღავნდა, რომელიც ვერასოდეს იქცევა გირგვლიანის „ქეისად“, -დაწერა მჭედლიშვილმა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა კი სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

,,საშიშროებისგან გარბოდა გირგვლიანი. ხევში გადავარდა, ყინვის და იმის გამო, რომ ამოსვლა და სხვისთვის ხმის მიწვდენა ვერ მოახერხა, გარდაიცვალა. რომ არ გაკიდებოდნენ, ხევამდე არ მივიდოდა. წავიდოდა სახლში.

საშიშროებისგან გარბოდა შაქარაშვილიც. ან ცუდი ხილვადობის გამო, ან ფეხი დაუცურდა, არ ვიცით ჯერ, ფაქტია წყალში გადავარდა და გარდაიცვალა და ფაქტია მას მისდევდნენ, ამიტომაც გარბოდა.

გაიქცა და გაუჩინარდაო არ ამბობდნენ გირგვლიანზე. ამბობდნენ მოკლესო. ასე მოკლეს ეს ბავშვიც.

სხვაობა ისაა რომ გირგვლიანი პოლიციელების მსხვერპლი იყო და გიორგი - კრიმინალების.”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×