რეზონანსი
28.06.2020

ცოტა ხნის წინ სროლა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მამაკაცი, ხოლო ერთი მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის ხელმძღვანელმა, გელა ორველაშვილმა განუცხადა, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

„რამდენიმე წუთის წინ სასწრაფომ კლინიკაში შემოიყვანა 28 და 39 წლის მამაკაცები. სამწუხაროდ, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა“, – განაცახადა ორველაშვილმა.

ჩუმლაყში მობილიზებულია პოლიცია და კრიმინალისტიკური სამსახური. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

რა გახდა შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზი, დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×