რეზონანსი
28.06.2020

თბილისში, თემქაზე დაჭრილი სამართალდამცველის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ კლინიკა „ჯერარსის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგმა, კონსტანტინე მუმლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება.

„პაციენტი შემთხვევის ადგილიდან შემოყვანილია „112“-ის მიერ 17:27 საათზე. შემოსვლისას აღენიშნებოდა მარცხენა მტევნის მეოთხე-მეხუთე თითებს შორის ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქტიური არტერიული სისხლდენით. ამჟამად პაციენტი იმყოფება საოპერაციოში და უტარდება ოპერაციული მკურნალობა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – განაცხადა ექიმმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×