რეზონანსი
28.06.2020

 სოციალურ ქსელში დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა, ის 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

,,გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულ ამბავთან დაკავშირებით ჩემს მეგობრებს მივმართავ. ამ ანგელოზივით ბავშვის გარდაცვალებამ შეიძლება კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლოს. ვგულისხმობ იმ 19 წლის გოგონას, გიორგის მეგობარს ანო გაბეჩავას, რომლის დაბადების დღეზე მოხდა ეს საშინელი ტრაგედია.

ბავშვი იმყოფება შოკურ მდგომარეობაში: მას უგზაცნიან ამაზრზენ ტექსტებს, ურეკავენ,ლანძღავენ, აგინებენ, წყევლიან, ემუქრებიან, ადანაშაულებენ მომხდარში. ჩვენ მორალისტ ბრბოსგან ეს არ მიკვირს, მაგრამ საქმე კიდევ ერთ ახალგაზრდა სიცოცხლეს ეხება.

არავინ არის დამნაშავე ამ უბედურებაში მკვლელის გარდა!!! არავინ!!! მეგობრებმა შეკრიბეს ფული ერთ ერთი მათგანის დაბადების დღის გადასახდელად!!! მშობლების პასუხისმგებლობაზე თუ ვლაპარაკობთ, მაშინ იქ მყოფი ყველა ბავშვის მშობლებმა უნდა გადაინაწილონ ეს პასუხისმგებლობა!!! ამ გოგოს არც ერთი უცნობი ადამიანი არ დაუპატიჟებია!!! და ამ გოგოს ბრალი არ არის რომ მისმა უტვინო მეგობრებმა ბიჭებმა ჯერ იჩხუბეს და მერე ვიღაც ვიგინდარებს დაურეკეს თბილისში დასახმარებლად!!! ამ ისტორიაში ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ - ისინი დღეს სრულიად განადგურებულები არინ ფსიქოლოგიურად. მკვლელს რაც შეეხება... არ ვიცი, მართლა არ ვიცი მკვლელს რა უნდა უქნას კაცმა!!!!!"- წერს გოგო ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ხულიგნობას, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა. 27 ივნისს შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალი წაუყენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×