რეზონანსი
28.06.2020

ჩინურმა კომპანია China National Biotec Group-მა (CNBG) განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო შესაძლო ვაქცინა წარმატებით გამოსცადა.

კვლევის ყველა მონაწილეს, რომელსაც ეს პრეპარატი სხეულში შეუყვანეს, მყარი ანტისხეული გამოუმუშავდა. საუბარია 1120 ადამიანზე.

ეს უკვე მეორე ვაქცინაა, რომლსაც ჩინური კომპანია ამზადებს. პირველმა პრეპარაპტმა მოკლევადიან პერიოდში ასევე წარმატებული შედეგი აჩვენა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×