რეზონანსი
28.06.2020

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე ყველა პირისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობდა.მოსამართლემ პროკურატურის მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ადვოკატები პირველ კომენტარს აკეთებენ, ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ მოსამართლე შესაძლოა ფსიქოლოგიური ზეწოლის წინაშე იყო და ამ მდგომარეობაში მოუწია განაჩენის გამოტანა.

„მოსამართლეს ხმას უკანკალებდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მასზე შესაძლოა განხორციელდა ფსიქოლოგიური ან სხვაგვარი ზემოქმედება. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ შერჩევითი სამართალია და ისეთ ადამიანებს,რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანებს უწევთ იმის მტკიცება,რომ მათ ამ ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ.

რა თქმა უნდა, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ მათ შორის ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში და დარწმუნებული ვართ, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვაგვარად იმსჯელებს. მე არ მაქვს იმედი, რომ თბილისის სააპელაციო კოლეგია იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. საზოგადოებისა და პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო და სამარცხვინოა ასეთ მოსამართლეებს,რომ ვხედავთ", -განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×