
გარდაცვლილი ემიგრანტის ოჯახი, მიცვალებულის თურქეთიდან ზუგდიდში გადმოსვენებას ითხოვს.
52 წლის ზუგდიდელი ემიგრანტის, რომელიც იტალიაში გარდაიცვალა, თურქეთში რჩება. ოჯახის ინფორმაციით, ცხედარი 27 ივნისს უნდა ჩამოესვენებინათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მიცვალებული სატვირთო თვითმფირნავში არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის შესახებ არავინ შეატყობინა.
თავდაპირველად ჭირისუფლებს უთხრეს, რომ მიცვალებული დარჩათ, მოგვიანებით კი განუმარტეა, რომ ცხედრის ადგილი ფიზიკურად არ იყო და მას ხუთშაბათს ჩამოასვენებენ.
ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს და ცხედრის დაუყივნებლივ ჩამოსვენებას მოითხოვს.