რეზონანსი
28.06.2020

თბილისში, ავჭალის სადგურთან ავარია მოხდა. როგორც Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ირკვევა, რომ ერთი ავტომობილი წინ მდგომ ავტომანქანას შეეჯახა, რის შემდეგაც წინა მანქანა გადაბრუნდა. შედეგად, მძღოლს ხელი აქვს მოტეხილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×