რეზონანსი
28.06.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია.

როგორც გამყრელიძემ ,,პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა, დღეს 1500-მდე ტესტი ჩატარდა და თუ ინფექცია ქვეყანაში ამ ინტენსივობით განვითარდა ჩვენ ,,დიდი საშიშროება არ გველის".​

​,,საერთო მდგომარეობა კონტროლირებადია, დღეს კიდევ 3 ახალი შემთხვევაა, ყველას წყარო ვიცით. ორი დაკავშირებულია ტრაილერის მძღოლებთან და ერთი კარანტინში იყო იდენტიფიცირებული. ასეთი ერთეული შემთხვევები ჯანდაცვის სისტემისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, გამოჯანმრთელების პროცენტი არის 85%. გრძელდება ინტენსიური ტესტირება დღესაც ჩატარებულია დაახლოებით 1500 ტესტი. თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ, რასაც მოვუწოდებთ მოსახლეობას და ამ ინტენსივობით განვითარდა ინფექცია ქვეყანაში ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი საშიშროება არ გველის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

​შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 785-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 230 პირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×