რეზონანსი
28.06.2020

ავღანეთში მორიგი თავდასხმა განხორციელდა. დაჯგუფება „თალიბანის" ლიდერები თავს კუნდუზის პროვინციაში მდებარე საგუშაგო პუნქტს დაესხნენ, - ინფორმაციას სააგენტო Tolo News-ი ავრცელებს.

შეტაკებას, სულ მცირე, უსაფრთხოების სამსახურის 6 თანამშრომელი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

არსებული ინფორმაციით, შეტაკებისას დაიღუპა „თალიბანის" 4 მებრძოლიც.

თებერვალში, აშშ-ის შუამავლობით, „თალიბანსა" და ადგილობრივ მთავრობას შორის, სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო, რომლის თანახმადაც, ავღანეთის მთავრობამ 5 000 მებრძოლი უნდა გაათავისუფლოს, „თალიბანმა" კი 1 000. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დაპირისპირებები არ წყდება,

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×