რეზონანსი
28.06.2020

პარტია ,,ახალი საქართველოს" ინფორმაციით, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს შესაბამისი სამსახურები ანაზღაურებას უგვიანებენ, რის მიზეზადაც მძღოლების დოკუმენტებში ხარვეზებს ასახელებენ.

პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს მთავრობას კომპენსაციების დროულად ჩარიცხვისკენ მიმართა.

,,მივიღეთ ინფორმაცია, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მიუვიდათ შეტყობინებები, სადაც მათ, თითქოს, ხარვეზები უფიქსირდებათ დოკუმენტებში ან ვერ ადასტურებენ 2020 წლის პირველ კვარტალში ეკონმიკურ საქმიანობას და არ აძლევენ მათ თავიანთ კუთვნილ კომპენსაციებს. მინდა მივმართო მთავრობას, რომ დროულად ჩაურიცხონ ამ ხალხს კომპენსაციები, ნუ აჭიანურებენ და ხელოვნურად ნუ უქმნიან დამატებით პრობლემებს ისედაც მძიმე სოციალურ ფონზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარს „ახალი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×