რეზონანსი
28.06.2020

ბათუმში, ე.წ. ბონის ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეები გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ყოველდღიურად 25 ლარს იხდიდნენ და ბაზრის ხელმძღვანელობამ აცნობათ, რომ გადასახადი 35 ლარამდე გაიზარდა.

ბონის საბითუმო ბაზრობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ შემცირებული ვაჭრობის გამო, გაზრდილ გადასახადს ვერ გადაიხდიან და ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ. მათი თქმით, თუ გაზრდილ გადასახადს არ გადაიხდიან, ბაზრის ადმინისტრაცია ტერიტორიის დატოვებით ემუქრება.

ბაზრის ადმინისტრაციის პოზიცია უცნობია. ადმინისტრაციის ოფისი დაკეტილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×