რეზონანსი
28.06.2020

 საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 15-ს შეადგენს.

ჯერჯერობით უცნობია, პაციენტი რომელ კლინიკაში მკურნალობდა.

ამასთან, დღეს საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 924-ია, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 785-ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×