რეზონანსი
27.06.2020

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელი „მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელშიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან ბერა ივანიშვილის მეგობრის კავშირზეა საუბარი.

როგორც მათიკაშვილი Facebook-ზე წერს, ბერა ივანიშვილმა მტრობა წესიერებით და გამორჩეული ადამიანობით დაიმსახურა

„ნაც-კლასტერის და მათი რუპორების უსინდისობას საზღვარი აღარ აქვს! ადამიანის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება მათი ცხოვრების წესია. დღევანდელი ამბავი არაა ეს, მათი შექმნის დღიდან სიბოროტეს და ცილისწამებას აფრქვევენ კრიმინალი პოლიტიკოსები და მათი მავნებელი „სამეტყველო აპარატები".

ბერა ივანიშვილი დღეს მტერია მათი, „მტრობა" წესიერებით და გამორჩეული ადამიანობით დაიმსახურა, და კიდევ იმით რომ ნაც ხროვის დამარცხებაში მამას და მთელ ქართველ ხალხს გვერდით ედგა 2012 წელს! ბერა, საამაყო შვილია საამაყო მამის, აი ამას ვერ იტანენ ეშმაკისეული პოლიტიკანები და პოლიტიკურად „მეძავი" ვაი ჟურნალისტები!

გრცხვენოდეთ და მშვიდად დაელოდეთ თქვენს პოლიტიკურ აღსასრულს! არც ისე შორსაა 31 ოქტომბერი!", - წერს მათიკაშვილი სოცაილურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×