რეზონანსი
27.06.2020

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „შაბათის ქრონიკაში" განაცხადა, რომ საპარლამენტო ოპოზიციით იმედგაცრუებულია, რადგან მათ კომპეტენტური კითხვების დასმა ვერ შეძლეს. 26 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოვიდა, მას საკანონმდებლო უწყებაში, მთავრობა სრული შემადგენლობით ახლდა.

„მე და ჩემი კოლეგები ველოდით უფრო ფაქტობრივ კითხვებს. მაგალითად, როცა პრემიერ-მინისტრი რეფერირების ცენტრზე საუბრობდა, ეს მტკივნეული თემაა და ალბათ უნდა დაგაინტერესოს იანვრიდან დღემდე, რამდენი ბავშვი მოვიდა ჩვენთან ქუჩიდან და რამდენის მიბრუნება შევძელით სკოლაში, სხვა კოლეგა სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენ ვმუშაობთ დანაშაულის პრევენციაზე და ბავშვი ქუჩაში ნიშნავს დანაშაულს. და როგორ უნდა დავაბრუნოთ ის სკოლაში", - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ოპოზიციას არაფერი არ აინტერესებს და მან პარლამენტში საქმიანი კრიტიკა ვერ დაინახა. „ეს იყო გამწარებული ადამიანის ყვირილი, რომელიც დესტრუქციულ ძალად არის ქცეული და რაც უფრო მივუახლოვდებით საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ბოლო დღეს, ეს რადიკალიზაცია გაგრძელდება და მათი უპასუხისმგებლობის ხარისხიც იმატებს", - განაცხადა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×