
მილიარდერი და Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში 7.2 მილიარდი დოლარით დაეცა, მას შემდეგ, რაც უმსხვილესმა კომპანიებმა სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაზე უარი განაცხადეს.
როგორც Bloomberg-ი წერს, 26 ივნისს, კომპანიის აქციები 8,3 პროცენტით დაეცა.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა სარეკლამო კომპანიამ Unilever-მა „ფეისბუქს" ბოიკოტი გამოუცხადა და წლის ბოლომდე რეკლამების განთავსებაზე უარი განაცხადეს, როგორც „ფეისბუქზე", ასევე „ინსტაგრამზე".
„ფესიბუქს" ბოიკოტი ასევე გამოუცხადეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა: ტელეკომუნიკაციების გიგანტი Verizon, ასევე უმსხვილესმა საკონდიტრო მწარმოებელი Hershey და „კოკა-კოლა". მათი განცხადებით, ფეისბუქმა ვერ შეძლო ამერიკაში პროტესტის ფონზე „საკმარისად გაეკონტროლირებინა სიძულვილის და დეზინფორმაციის გავრცელება".
სრულიად იხილეთ Primetimenews.ge-ზე