რეზონანსი
27.06.2020

აჩი არველაძე 19 წლის ფეხუბრთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახს სამძიმეს უცხადებს და ამბობს, რომ ეს ტრაგედია დიდ კვალს დატოვებს.

"რთული დასაჯერებელია, რომ, ამდენი გამოცდილების მიუხედავად, ერთმანეთის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და ისევ, ძველი დროის მსგავსად, შეგვიძლია, ერთმანეთი სასიკვდილოდ გავიმეტოთ.

ჩემს თაობაში, რომელიც განსაკუთრებულად რთულ დროში გაიზარდა, მსგავსი ამბები ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ასე, ერთმანეთის გამეტებით უამრავი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ.

ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრაგედიამ ის ძველი და საზარელი ამბები გამახსენა, რომელიც მეგონა, რომ უკან მოვიტოვეთ. დათრგუნული ვარ, რომ ასეთი შემთხვევები კვლავ ხდება ჩვენს გარშემო. ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს. ეს ტრაგედია ჩვენზე დიდ კვალს დატოვებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×