რეზონანსი
27.06.2020

"ოდესმე ვინმეს რომ ეთქვა, მთავრობის, ხელისუფლების თუ კიდევ ვიღაცების მიმართ სითბოს ვიგრძნობდი, ალბათ, გავგიჟდებოდი, მაგრამ ახლა ვგრძნობდი, რომ ვიღაცას ჩემს თანამემამულეებზე შესტკიოდა გული", - ამის შესახებ განცხადებას დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე აკეთებს.

მისი თქმით, პანდემისს დროს "მთავრობასა და მოსახლეობას საერთო სულისკვეთება ჰქონდათ".

"ხელისუფლების წარმომადგენლები მოდიოდნენ ხალხთან და ვხედავდი, რომ გულწრფელად ღელავდნენ. რომ მახსენდება ჩვენი ექიმები - დაღლილები, ღამენათევები, ჩაშავებული თვალებით, ამის არდანახვა ამაზრზენია.

გახარია მომწონს და რა ვქნა?! მისი ადამიანობა მომწონს. იმ 9 წლის "კატასტროფამ" ვერ გაიგო, რით შეაზიზღეს ადამიანებს თავი. მათ ცინიზმით შეაძულეს თავი ყველას, თორემ ცუდია­ ბათუმი?! მარტვილის კანიონიც მომწონს - სანახაობრივიცაა და ხალხიც არის დასაქმებული. მათ დროს მილიცია პოლიციამ ჩაანაცვლა, საგზაო ინსპექცია აღარ არსებობს. რაც კარგია, უნდა დაინახო, მაგრამ კარგი საქმეების პარალელურად იმ ხელისუფლებისგან წამოვიდა ბოროტება, რაც ვერ აიტანა ხალხმა", - განაცხადა გოგი ჭიჭინაძემ "კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×