რეზონანსი
27.06.2020

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინა დაიწვა.

ბინის მეპატრონის ინფორმაციით, სრულად დამწვარია ბინაში არსებული ავეჯი და ტექნიკა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია სამაშველო სამსახურმა მოახდინა. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×