რეზონანსი
27.06.2020

საქართველოს პრეზიდენტი, კულტურული ცხოვრების აღდგენის მხარდაჭერის მიზნით, დღეს გახსნილ ეროვნულ გალერეას ესტუმრა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, იაქტიურონ და ბავშვებთან ერთად ეწვიონ უკვე გახსნილ მუზეუმებს.

„მოგესალმებით, დღეს არის პირველი დღე, როცა გაიხსნა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, სადაც მომავალი კვირიდან გამოიფინება გია გუგუშვილისა და სოსო გაბაშვილის ნამუშევრები.

როგორც იქნა, ჩვენ ვუბრუნდებით კულტურულ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ჯერ არა ისე სრულყოფილად, როგორც მიჩვეულები ვიყავით, მაგრამ ეს ერთ-ერთი პირველი და მისასალმებელი ნაბიჯია. ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის: ახალგაზრდებისათვის, ბავშვებისთვის, უფროსებისთვის, რათა შევძლოთ და კიდევ ერთხელ ვეზიაროთ ჩვენს კულტურულ საგანძურს.

მალე გაიხსნება სხვადასხვა მუზეუმი რეგიონებშიც. მუზეუმების გახსნა სხვა, დანარჩენი კულტურული სფეროების გახსნის საწყისია. შესაძლოა, თეატრებიც გაიხსნას ღია ცის ქვეშ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ პანდემიის პერიოდში კულტურა ძალიან დაზარალდა.

ჩვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანის, ადამიანის სიცოცხლის და ეკონომიკის დაცვით დავიწყეთ, მაგრამ არასოდეს დავივიწყოთ, რომ კულტურა არის ის, რაც ნამდვილად გვაცოცხლებს და რაც აუცილებელია ჩვენი ყოველდღიური და ეროვნული ცხოვრებისთვის.

მობრძანდით, აქ, ეროვნულ გალერეაში, ერთად დავიწყოთ კულტურული ცხოვრება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×