რეზონანსი
27.06.2020

უკრაინაში სახელმწიფო არ არსებობს, ის საჯარო მოხელეებმა ჩაანაცვლეს, - ამის შესახებ უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ Украина24-ზე სტუმრობისას განაცხადა.

„უკრაინაში არსებობენ საჯარო მოხელეები, რომლებიც არარსებული სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ - იმიტომ რომ სახელმწიფო მაშინ არსებობს, თუ ის ყველას იცავს და სამართლიანობის უზრუნველყოფა შეუძლია. სად ხედავთ ამას უკრაინაში? ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი საჯარო მოხელე, მათ თითოეულ ჯგუფს კი თავისი უფროსი ჰყავს. ცხოვრების ხარისხი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რომელ ჯგუფს წარმოადგენ. ადამიანი დაბადებისთანავე რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს მიეკუთვნება და სად არის სახელმწიფო? ის უბრალოდ არ არსებობს", - განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×