რეზონანსი
27.06.2020

აბაშაში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას გულმკერდის არეში ხუთი ჭრილობა აქვს მიყენებული. შემთხვევა აბაშის ცენტრში მდებარე სკვერის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს მოხდა. დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის კატასტროფის ცენტრში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი და ბრალდებული თანასოფლელები არიან.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, კონფლიქტს წინ შელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა დანა გამოიყენა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული დ.მ. ადგილზევე დააკავეს. მომხდარ ფაქტზე შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×