რეზონანსი
27.06.2020

1-ლი ივნისიდან დღემდე, რუსთავში 15 გველი დაიჭირეს, ამის შესახებ "ინფო რუსთავს" საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსფრთხო გარემოს ცენტრში განუცხადეს.

"ინფო რუსთავი" ბუნებრივია დაინტერესდა, ხომ არ არის რუსთავში გამოკვეთილი კონკრეტული უბნები, რომლებშიც ფიქსირდება ქვეწარმავლების დიდი რაოდენობა, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, გამოძახებები ქვეწარმავლებთან დაკავშირებით ქალაქში არსებული თითქმის ყველა უბნიდან შედის.

ბეგაშვილის თქმით, ჯერჯერობით შხამიანი ქვეწარმავალი არცერთ გამოძახებაზე არ გამოუვლენიათ. მისივე ინფორმაციით, გამოძახებები ქვეწარმავლის შემჩნევასთან დაკავშირებით საცხოვრებელი სახლების ეზოებიდანაც ხდება.

აღსანიშნავია, რომ სამსახური "რუსთავსერვის ცენტრთან" შეთანხმებით, პრევნციულ ზომებსაც ატარებს. სისტემატიურად მიმდინარეობს რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში გველების ამოკრეფვითი სამუშაოები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×