რეზონანსი
27.06.2020

რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 რუსთაველი მამაკაცი დაშავდა.

"ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მეორე მამაკაცს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება",- ამის შესახებ ინფო რუსთავს კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ლილო-რუსთავის მაგისტრალზე მოხდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში, ნაწვიმარ გზაზე სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, მოსრიალდა და ბეტონის ჯებირს შეასკდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×