რეზონანსი
26.06.2020

ჩვენ უნდა ვიყოთ კიდევ უფრო პროაქტიულები. ჩვენ ჩვენი სიმართლე და ობიექტური რელობა უფრო ეფექტურად უნდა მივიტანოთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ ყველას ობიექტურად დავანახებთ, რას ნიშნავს ქვეყნისთვის 8 მარტის შეთანხმება, როგორ შევასრულებთ ჩვენ ამ შეთანხმებას ქვეყანაში დემოკრატიულ, გამჭვირვალე და მაღალი სტანდარტის არჩევნებს. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ყველაზე დიდი იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტში საქართველოს მტრები, აღარ იყვნენ და მე იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთადერთი მოკავშირეა, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე გამჭრიახი. ქართველი კაცი არის ბრძენი, დიდხანს აკვირდება და შესაბამის სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. მომავალ შეხვედრამდე, მადლობა ყველას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×