რეზონანსი
26.06.2020

მე ვერ გიმეტებთ, იმსახურებთ თუ არ იმსახურებთ ამას, ისეთი ეპითეტებით და ისეთი სიტყვებით როგორიც ისმის ამ დარბაზში. ვერც იმ ადამიანებს ვიმეტებ, რომლებთან ერთადაც ბევრი ბრძოლა გავიარე იმ რეჟიმის დასამარცხებლად. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ის სისტემა არ დამარცხდა. ის სისტემა გადმოიბარეთ​​, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

„​თქვენ ის მოსამართლეებიც გადმოიბარეთ და იმ კლანმა გაიმარჯვა. თქვენზეც გაიმარჯვა. ვერ გაიმარჯვა იმ ადამიანებზე, ვინ მოახერხა და მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა, არ გაჩუმდა. აი. პრობლემა ეს არის. ეს არის ის თემა, რომელიც არის ბოლომდე მისაყვანი. აქ ჩემი და ვინმეს გაჩუმება კი არ არის პრობლემა, ვისაც ეს უნდოდა და ითხოვდა ჩემგან, პრობლემა არის, რომ სისტემა არ დამთავრდა და ის სიტემა გადმოიბარეთ თქვენ, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანაში ყველაფერს. ეს ყველაფერი დამთავრდება. ეს თანამდებობები წარმავალია. უბრალოდ, როდესაც გააცნობიერებთ რას გაუჩუმდით და რისი თანამონაწილე გახდით მიხვდებით, რომ ეს თქვენი ყვ ელაზე დიდი მარცხია", განაცხადა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×