რეზონანსი
26.06.2020

ჯანდაცვა არის სახელმწიფოს სოციალური ვალდებულება, მაგრამ ამავე დროს არის ბიზნესი. სხვანაირად დღეს სახელმწიფოს რესურსით, იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა იყოს განვითარებული ევროპულ დონეზე რაღაც პერიოდის შემდგომ მაინც, შეუძლებელია - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, სახელმწიფოს ბევრი სხვა სოციალური მიმართულებაც აქვს დასაფარი და შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით ეს შეუძლებელია.

„სახელმწიფოს სხვა ბევრი სოციალური მიმართულება აქვს დასაფარი, საპენსიო, სოციალური დახმარება და კიდევ ბევრი რაღაც. ჩვენ რომ ვიყოთ უზარმაზარი რეზერვის ქვეყანა და გვქონდეს ულევი წიაღისეული და რესურსები, პრობლემა არ იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში არ ვართ. ამიტომ ჯანდაცვა დღეს ქვეყანაში არის ბიზნესი და ეს უნდა გავითვალისწინოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×