რეზონანსი
26.06.2020

რურუას დღეს რაღაც მორიდებით ახსენებთ და აღარ არის ეს ადამიანი ციხეში, თუ რატომ არ ახსენებთ, - განაცხადა პარლამენტში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათთან კანონებზე საუბარს აზრი არ აქვს.

„არც ვიცი, რამდენად აქვს აზრი თქვენთან კანონებზე საუბარს, თქვენთან, რომლის პოლიტიკურ ლიდერად არის უკვე ცნობილი ბატონი რურუა, რომელსაც დღეს რაღაც მორიდებით ახსენებთ და აღარ არის ეს ადამიანი ციხეში, თუ რატომ არ ახსენებთ? აი, ეს ხართ თქვენ, თქვენი ლიდერი არის რურუა და დღეს საუბრობთ რაღაც გაუგებარ თემებზე.

წადით, ბატონო გიგა, წადით, თქვენ ვერ აიტანთ ჩემს მონოლოგს. მიბრძანდით, მიბრძანდით, ტელევიზორი ჩართეთ, იქიდან უფრო ადვილად მომისმენთ", - მიმართა თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს" დეპუტატ გიგა ბოკერიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×