რეზონანსი
26.06.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს არ დატოვებს.

მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით მწარე გამოცდილება არსებობს.

„იცით, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა უკვე 17 ეჭვმიტანილი ამ საქმესთან დაკავშირებით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით გამოძიებას აქვს 35 თუ 40 დღე, თუ არ მეშლება, რომ სწრაფი, ინტენსიური გამოძიება აწარმოოს. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი კითხვის ნიშნები აქ არ დარჩება, არ დავუტოვებთ. მწარე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენს გამოცდილებას ვსწავლობთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×