რეზონანსი
26.06.2020

20 ივნისს ქართველმა პოლიციამ პარლამენტის შენობაში შტურმით შეჭრა არ დაუშვა, ეს იყო მისი მოვალეობა, მისი ფუნქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა უკიდურესად სამწუხაროა, რომ 20 ივნისს ადამიანები დაშავდნენ.

„სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ. უკიდურესად სამწუხაროა და არავინ ისე ამაზე არ წუხს, თქვენ გგონიათ, რომ უფრო მეტად წუხხართ. თქვენ რატომ არ წუხხართ უფრო მეტად იცით? რადგან თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ. მაკო გომურს თქვენ დღეში ასჯერ ახსენებთ, მე მის სახელს ასე არ ვიყენებ, ეს არის მორალური სხვაობა თქვენსა და ჩემ შორის, ეს დაიმახსოვრეთ კარგად", - მიმართა გიორგი გახარიამ ოპოზიციას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×