რეზონანსი
26.06.2020

ბატონი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის ძალიან მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა, გაკვირვებული ვარ, რომ ეს პარტიებს შორის განხილვის საკითხია, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

მისივე თქმით, მომავალი ორშაბათი შეთანხმების შესასრულებლად იქნება გადამწყვეტი დღე.

„ვიმედოვნებ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო რვა მარტის შეთანხმების ნაწილი, მათი წარმომადგენლები პარლამენტში მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც შეთანხმება რვა მარტს იყო მიღწეული. როგორც ფასილიტატორების ჯგუფმა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება გავავრცელეთ ერთი კვირის წინ, სადაც აბსოლუტურად მკაფიოდ ნათქვამია, რომ ჩვენ ვისურვებდით, რომ ყველა ძალამ დაუჭიროს მხარი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც არის ჩვენი ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგი.

ბატონი რურუა არ არის ნახსენები ამ შეთანხმებაში. ეს არის ძალიან მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. ცოტათი გაკვირვებული ვარ, რომ ეს ახლა არის განხილვის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის. ოპოზიცია აცხადებს, თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება პარლამენტში, უმრავლესობის პარტია იქნება დამნაშავე ამაში, უმრავლესობა კი, რა თქმა უნდა, აცხადებს, რომ თუ ის ჩავარდება, ის ჩავარდება იმიტომ, რომ თქვენ არ მიიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში", - აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×