
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებაზეც გაამახვილა ყურადღება.
მისივე თქმით, საქართველოში არ ყოფილა ინფიცირების შემთხვევა, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა არ მიუღია.
"საქართველოში არ ყოფილა ინფიცირების არც ერთი შემთხვევა, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა არ მიუღია. უამრავი ევროპული ქვეყანა იყო, რომლის ჯანდაცვის სისტემამაც სტაციონარული მომსახურება ინფიცირებულ ადამიანს ვერ მიაწოდა და ბინაზე მკურნალობის რეკომენდაციებს გასცემდა. ეს არის ის სისტემური შედეგი, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შედეგად იქნა მიღწეული.
დღეის მდგომარეობით, მაგალითისთვის, არ ვდებ თავს, რომ ზუსტი ციფრებია, დაახლოებით, 270-280 ადამიანი თუ გადის ვირუსით, ეპიდემიის თვალსაზრისით მკურნალობას, დადასტურებული ინფიცირების ფაქტი აქედან ექნება ნახევარს, მეორე ნახევარი არის რისკის შემცველი, მაგრამ რისკის შემცველი ადამიანებიც დღეს საქართველოში გადიან მკურნალობას. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი," - აღნიშნა პრემიერმა.