რეზონანსი
26.06.2020

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, დღეს დილით 17 ადამიანი დააკავებს. მათგან ერთ - ერთი ევროპის ჩემპიონი ჭაბუკ ძიუდოისტებში გიგა ტატიაშვილია, რომელიც იმ გოგონას კლასელი იყო, რომლის დაბადების დღეზეც დაპირისპირება დაიწყო და მოგვიანებით მაგისტრალზე გაგრძელდა.

ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი, გიორგი ყიზილაშვილი, რომელიც გიგა ტატიაშვილის მწვრთნელი გახლდათ, ამბობს, რომ ახალგაზრდა ძიუდოისტი "უწესიერესი და მშრომელი ბიჭია".

"ტელევიზორით გავიგე რაც მოხდა და გაოგნებული ვარ. გიგა არის უწესიერესი და მშრომელი ბიჭი. როცა ჩემთან ვარჯიშობდა ნაკრებში ერთი შენიშნვაც არ მიმიცია. როდესაც შეკრებებზე მივდიოდით, გიგა თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობდა, თითით საჩვენებელი ბიჭი იყო", - განაცხა ყიზილაშვილმა.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×