რეზონანსი
26.06.2020

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტი მკურნალობს. კლინიკას ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ინფიცირებული არ მიუღია.

ცხრა პაციენტიდან ერთი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია.

საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს ამავე დაწესებულების ხუთი ინფიცირებული თანამშრომელი, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ჯამში რესპუბლიკური საავადმყოფოს შვიდი თანამშრომელი იყო დაინფიცირებული, მათგან ორი უკვე გამოჯანმრთელდა.

„კოვიდ დადასტურებული პაციენტების როცხვი არის ცხრა. არ გვყავს ახალი პაციენტი. გუშინწინ გადმოვიყვანეთ საკარანტინო ზონიდან ერთი პაციენტი, რომელსაც იქ დაუდასტურდა კორონავირუსი, მაგრამ მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ამ პაციენტებიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთი პაციენტისა. ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა ისევ, თუმცაღა მისი მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით, თანდათანობით გაუმჯობესდა. ამჟამად არის სეფსისი, ასევე პნევმონია, დისტრესსინდრომიდან თანდათანობით გამოვიდა ეს პაციენტი.

მედიკოსებს რაც შეეხება, დაგვრჩა ხუთი მედიკოსი სულ. შვიდი იყო და ორი გავუშვით. ხვალისთვის ვფიქრობთ, რომ კიდევ ორს გავუშვებთ, დაგვრჩება სამი. საბედნიეროდ, ჩვენი მედიკოსების მსგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთს აქვს პნევმონია, მაგრამ კლინიკურად მისი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია",- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×