რეზონანსი
26.06.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან ორი სპორტსმენის ადოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები მცხეთაში „ტოიოტას" მარკის ავტომობილით ჩავიდნენ, თუმცა კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ.

„ისინი ადგილზე მოგვიანებით ჩავიდნენ - ერთი მძღოლი და მეორე მგზავრი. როდესაც აგარაკზე მივიდნენ, იქ უკვე აღარავინ იყო. კონფლიქტი უკვე მომხდარი იყო, წვეულება - დაშლილი. მათი ჩვენებების თანახმად, როდესაც ისინი ავტომაგისტრალზე შეხვდნენ ბიჭებს, კონფლიქტი ამოწურული იყო. ფოტოგრაფის ჩვენებიდანაც ირკვევა, მანამდე პირველი მანქანა იყო მისული და მაშინ გაიქცნენ ფოტოგრაფიც და გიორგი შაქარაშვილიც", - აცხადებს ბექა ნემსიწვერაძე.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×