რეზონანსი
26.06.2020

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე გამოძიებას ნდობას უცხადებს. როგორც ნიკოლაძემ განაცხადა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა შეიძლება გამოიკვეთოს დაკავებულების საქმეში გიორგი შაქარაშვილთან მიმართებით.

"თავიდანვე ვენდობოდი გამოძიებას. ვიცოდი, რომ შედეგი სახეზე იქნებოდა. ბუნებრივია, დღესაც ვენდობი და ისიც ვიცოდი, რომ დააკავებდნენ არაერთ პირს, მაგრამ ამის თქმის უფლებას ჩემს თავს არ ვაძლევდი. ასე რომ, ყველაფერი მიდის სათანადო კალაპოტში და ასე იქნება ბოლომდე. გიორგისთან მიმართებით რა გამოიკვეთება, ეს არ ვიცი, მაგრამ ესეც ხომ მნიშვნელოვანი გაგრძელებაა ამ მოვლენის. დაველოდოთ ექსპერტიზას. შემდგომ ალბათ დასრულდება",- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ "ინტერპრესნიუსთან".

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×