
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ამასთან, მან მადლობა გადაუხადა მოსახლეობას იმ დამყოლობისთვის, რომელიც იყო იმ უჩვეულო რეკომენდაციების მიმართ, რაც ამ ხუთი თვის განმავლობაში ხდებოდა.
„ჩვენ თუ გვეგონა, რომ ქართველები არ ვართ კანონმორჩილი, თურმე ვყოფილვართ კანონმორჩილი. დღეს საქართველო ოაზისად გამოიყურება რეგიონში თუ მსოფლიო მასშტაბით, რაც თავის დროზე დროული გადაწყვეტილებების შედეგია. სწორად მოხდა ჩაკეტვა ჩინეთთან, სწორ დროს მოხდა ჩაკეტვა ირანთან, სწორ დროს მოხდა ფრენების ჩაკეტვა იტალიასთან, შემზღუდავი ღონისძიებები დაწესდა, საგანგებო მდგომარეობა სწორად გამოცხადდა და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამაში დამყოლობა იყო საზოგადოების. კოორდინირებულმა მუშაობამ საზოგადოების, მთავრობის, პროფესიონალების, ექიმების მიგვიყვანა იქამდე, რომ ასეთია ეპიდსიტუაცია დღეს.
ხედავთ, რომ გლობალურ ციფრებს თუ შეხედავთ, ყოველდღიურად, გლობალურად, ახალი შემთხვევების რიცხვი იმატებს 110-დან 130 ათასის ფარგლებში. არ ეტყობა გლობალურად, რომ დინამიკა შემცირებისკენ წავიდა. პირველი და მთავარი ეს არის, თვით დამშვიდებას არ მივეცეთ და ვიყოთ მზადყოფნის რეჟიმში და ეს ოთხი თვე ჩვენ ვწერთ თანდათან გეგმას, კიდევ რა უნდა გაძლიერდეს, რომ უკეთესად მომზადებული შევხვდეთ ვიდრე სექტემბერში. თუ იქნება ეს მეორე ტალღა, შეიძლება არ იყოს. მაგრამ მზადყოფნა აუცილებლად უნდა გვქონდეს. ის ელემენტარული, რასაც ყოველდღიურად, ხანდახან უკვე დაგვცინიან, რომ ვუმეორებთ ხალხს, რომ დიახ, უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.