რეზონანსი
26.06.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. ფეხბურთელ გიორგი შარაქაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის შავი "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მისი მგზავრები, ასევე მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე, ძიუდოისტი და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი

გიორგი შაქარაშვილის საქმზე დაკავებულთა შორისაა თემო ბარბაქაძე, რომელც დაბადების დღის წვეულებას ესწრებოდა. ბარბაქაძე პოლიციაში განმეორებით გამოკითხეს, სავოლოოდ კი დააკავეს. ბარბაქაძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირთან ერთად კონფლიქტის შემდეგ თბილისში წამოვიდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მეგობრების წასაყვანად უკან დაბრუნდა. სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი ხიდთან.

"ორი მეგობარი, რომლებიც დარჩნენ, დაურეკეს და უთხრეს, რომ ჩამოდით გვირტყამენ, წაგვიყვანეთ აქედან. მოატრიალეს ავტომობილი, წამოვიდნენ უკან მცხეთის მიმართულებით და ეს ინციდენტი მერე მოხდა, როდესაც გზის პირას დაინახეს ის ხალხი, ვინც მათზე აგარაკზე იძალადეს და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც გრძელდებოდა მაქსიმუმ 10 წამი" - ამბობს გიორგი ფოფხაძე.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×