
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს. ამ საკითხზე განცხადება შსს-ში დღის ბოლომდე გაკეთდება. საგამოძიებო მოქმედებებმა მცხეთის განყოფილების შემდეგ გლდანის პოლიციის სამმართველოშიც მიმდინარეობდა.
სწორედ ამ განყოფილებაში ჰყავდათ საქმის მთავარი ფიგურანტები მათ შორის, სპორტსმენები და ოქროს მოწმე - გური ამირხანაშვილი. ის პოლიციაში იმ მორაგბეების ამოსაცნობად დაიბარეს.
"დაკავება საცხოვრებელ სახლში მოხდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ბრალი, რის საფუძველზეც დააკავეს, არის 126-ე მუხლი - ძალადობა. ერთი მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - შაქარაშვილის მკვლელობასთან თუ ამ უბედურებასთან დაკავშირებით ბრალში არაფერია მითითებული, ეს არის ძალადობა, რომელიც სხვისი სხეულის განზრახ მსუბუქი ხარისხით დაზიანებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას გამოვიყენებთ და გამოძიებასთან ამ უფლებით უნდა ვისარგებლოთ. ბუნებრივია, ჩვენ საჯაროდაც განცხადებას ვერ გავაკეთებთ,"-აცხადებს ადვოკატი დავით ჭიკაიძე.
19 წლის ფეხბურთელის ცხედარი მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.