რეზონანსი
26.06.2020

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია. 

„სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია. თუ ვინმეს არ მოსწონს სახალხო დამცველი, ან აკრიტიკებს მის საქმიანობას, ან არის ძალიან რადიკალურად განწყობილი, მათ შორის, იყენებს არაეთიკურ, უწმაწურ გამონათქვამებს, ესეც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ყველას უფლებაა, იყოს უზრდელი და გამოხატოს საკუთარი აზრი, მათ შორის, უზრდელური ფორმით. ამასთან დაკავშირებით მე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია.

ეს თითოეული მათგანის გადასაწყვეტია, მაგრამ არაერთი ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები უჩვენებს, რომ განსაკუთრებით სახალხო დამცველის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიას აქვს ძალიან ორგანიზებული ხასიათი და როგორც წესი, ამ კამპანიის უკან დგანან სიძულვილის ჯგუფები, ჯგუფები, რომლებიც ავრცელებენ ანტიდასავლურ განწყობებს და ეწევიან პრორუსულ კამპანიას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×