რეზონანსი
26.06.2020

ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით “რეაქციაში” ისაუბრა. მისი თქმით, ოჯახსა და საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს ეჭვები და არც კითხვები უნდა დარჩეს, როგორც ეს სხვა არაერთი საქმის დროს მომხდარა.

“მე არ ვიცნობ საქმის მასალებს, თუმცა ცხელ კვალზე იმდენი ოპერატიული ინფორმაცია არის ხოლმე გამოძიებისთვის, რომ შესაძლებელია გარკვეული ინფორმაცია ჰქონდეთ, მაგრამ მიზან მიმართულად არ აჟღერებდნენ. იმიტომ, რომ დამნაშავეები ან არ გაიქცნენ, ან მტკიცებულებები არ გაანადგურონ.

როდესაც ჩვენ გვაქვს მაგალითები ძალიან ცუდ ასოციაციებს აღძრავს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დრო არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ხარისხი, რა პროდუქტს დადებენ და რამდენად სანდო იქნება ის, გამოძიების რა შედეგიც დაიდება. პირველ რიგში რა თქმა უნდა, ოჯახს არ უნდა შეეპაროს ეჭვი, გამოძიების მიერ ჩატარებულ საქმეზე და საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვები, ვინაიდან იყო ბევრი საქმე, სადაც იყო კითხვები და დარჩა ეს კითხვები. მიუხედავად იმისა, რომ ესა თუ ის საქმე დასრულდა.

ყველამ მოვისმინეთ სახალხო დამცველის განცხადება, რომ ის ოჯახს სთხოვდა, ჩამრთეთ ამ საქმეშიო. ჩემთვის გამაოგნებელია, როდესაც მას უწევს ამ განცხადების გაკეთება, რომ ჩართონ საქმეში. ისე მოხდა, რომ ყველა საქმეში კონტექსტიდან გამომდინარე საუბრობს და გამოვიდა, რომ მისმა ოფისმა ნდობა დაკარგა?! მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა და სამწუხაროა, რომ მას თხოვნა უწევს, რომ ჩამრთეთ ამ საქმეშიო”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×