რეზონანსი
25.06.2020

ნორმალური, ჯანსაღი და განვითარებული საზოგადოება უნდა უპირისპირდებოდეს „ფეიკ ნიუსს“, ამიტომ კახა კალაძის ინიციატივას მხარდაჭერას ვუცხადებ. „ფეიკ ნიუსი“ იქ არის ჭარბად, სადაც სახელმწიფო ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ „ფეიკ ნიუსი“ არის დღევანდელი თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევა და განსაკუთრებით განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფოების, იქ სადაც არის თავისუფლების მაღალი ხარისხი და ინფორმაცია რეალურ გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე და გადაწყვეტილებაზე. დღეს თანამედროვე მსოფლიოში ყალბი ინფორმაცია არის გამოწვევა. ის აზიანებს საინფორმაციო ველს, ის ცვლის სიმართლეს - შესაბამისად საზოგადოებრივ პროცესს, აზიანებს კულტურას, ეკონომიკას და ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს და საფრთხეს უქმნის მოქალაქის ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს. ცხადია, როდესაც ადამიანები უყურებენ სხვადასხვა მედია საშუალებებს და არასწორ, დამახინჯებულ ინფორმაციას იღებენ, ბუნებრივია შემდგომში მათი გადაწყვეტილებებიც ამაზეა დაფუძნებული.

ამიტომ იდეა არის სწორი, რომ ნორმალური, ჯანსაღი და განვითარებული საზოგადოება უნდა უპირისპირდებოდეს „ფეიკ ნიუსს“, ამიტომ მხარდაჭერას ვუცხადებ კახა კალაძის ინიციატივას. „ფეიკ ნიუსი“ იქ არის ჭარბად, სადაც სახელმწიფო ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×