რეზონანსი
25.06.2020

დღეიდან კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე, „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ვიონი საქართველო“ მობილურ მომსახურებებზე ტარიფებს ვეღარ გააძვირებენ. ინფორმაციას თავად კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვისა და სატარიფო ზეწოლისგან დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ახალი რეგულაცია ეხება, როგორც მობილურ ხმოვან და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე - მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

კომუნიკიაციების კომისიის მიერ მიღებული ახალი რეგულაცია იქნება გარანტი იმისა, რომ არსებული შეთავაზებები შენარჩუნდეს და მომხმარებელი არაგონივრულად მაღალი ფასებისგან დაიცვას.

კომუნიკაციების კომისიამ ეს გადაწყვეტილება მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგად მიიღო. კვლევის ფარგლებში, კომისიამ საცალო სეგმენტზე „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „ვიონი საქართველოს“ არსებული შეთავაზებები შეისწავლა და დეტალური ანალიზი ჩაატარა მობილური მომსახურებების ბაზარზე აბონენტების საჭიროებების შესახებ.

კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნულ ბაზარზე არსებული შეთავაზებები, განსაკუთრებით ხმოვანი მომსახურებების ნაწილში, არასაკმარისად დივერსიფიცირებულია აბონენტების მოთხოვნილების საპასუხოდ. შესაბამისად, აბონენტი ხშირად იძულებულია შეიძინოს მომსახურების კომბინირებული პაკეტი, ისე, რომ ამ პაკეტის სრულ რესურსს არ იყენებს.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შედეგად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას, კომისიის თანხმობის გარეშე, მომსახურების ტარიფები შეცვალონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×