რეზონანსი
25.06.2020

ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა, სოციალურ ქსელში, წერს:

“რა შეცდომები დაუშვა 2012 წლის მერე ხელისუფლებამ?!

შეცდომა იყო მესიჯბოქსები:

ჩვენ ხომ ნაცები არ ვართ, ისე ხომ ვერ მოვიქცევით როგორც ისინი, სამსახურებიდან ხომ ვერ გავყრით იმათ, ჩვენ ხომ კარგები ვართ!

შეცდომა იყო არ გვინდა პიარი, ხალხი ისედაც დაინახავს რასაც ვაშენებთ,ვაკეთებთ, ხომ იგრძნობენ?

შეცდომა იყო: არ გვინდა ცილისწამებაზე პასუხი, გაუშვი, აფრქვიონ სიბინძურეები, ხალხმა ხომ იცის სიმართლე!

ხოდა ხალხმა ვერც ვერაფერი დაინახა, ვერც იგრძნო, სამსახურებში მოკალთებული სექტანტებიც მოძლიერდნენ, სიცრუემ და სიბინძურემ წალეკა აქაურობა და დღეს გვიწევს ყველაფერზე პასუხის გაცემა!

ხოდა ასეა ეს, ავადმყოფი ლოგინში უნდა მოინახულო, წამოდგნენ და ახლა გვიბაგუნებენ ზურგში!

პიარიც საჭიროა თურმე, გაკეთებული საქმეების ცხვირში ტრიალიც, სიცრუეზე და ფეიკებზე პასუხის გაცემაც და მათი პოლიტიკურ სანაგვეში მოსროლაც!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×