
ძალიან უხერხულია როცა საჯარო პირი, თავს უფლებას აძლევს ჩაერიოს და გააკონტროლოს მედიის შინაარსი, ეს არის სრულიად დაუშვებელი ამბავი-ასე ეხმაურება მედია მკვლევარი ნინო დანელია, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ, სოციალურ ქსელში "ფეიქ-ნიუსებთა" ბრძოლის კამპანიას და იმ ბანერს, რომელიც მან საკუთარ გვერდზე ატვირთა.
„ხელისუფლება თავს ესხმის, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ და უკონტროლო მედია საშუალებებს, შემთხვევითი არ არის ეს არჩევანი, როცა გადაწყვიტეს თავდასხმა "ფორმულაზე", "ტვ პირველზე", "მთავარზე", რომლებიც ხელისუფლების ჩარევისგან ყველანაირად დამოუკიდებლები არიან. ძალიან უხერხულია როცა საჯარო პირი, თავს უფლებას აძლევს ჩაერიოს და გააკონტროლოს მედიის შინაარსი, ეს არის სრულიად დაუშვებელი ამბავი“, -განაცხადა ნინო დანელიამ.