რეზონანსი
25.06.2020

ფოთში, ლესელიძის ქუჩაზე ადგილობრივები ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივიან. ადგილობრივების განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული არასახარბიელო მდგომარეობა, ქვეწარმავლების გამრავლებას უწყობს ხელს.

ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.

„ჩვენს ქუჩაზე მიტოვებული სახლებია, ასევე ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე ეკალ-ბარდებია ამოსული, სადაც ბუდობენ გველები. სანიაღვრე არხები გაუწმენდავია, ძალიან გვეშინია, ვითხოვთ მოხდეს ამ ადგილების შეწამლა მოწესრიგება. არაერთხელ მივმართეთ შესაბამის სტრუქტურას, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა",- განაცხადა დოდო ზარგინავამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით მერიაში აცხადებენ, რომ ლესელიძის მაცხოვრებლებს მათთვის განცხადებით არ მოუმართავთ.

წყარო: ipress.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×