რეზონანსი
25.06.2020

კორონავირუსის თემაზე „მთავარ არხზე" გასული სიუჟეტის შემდეგ რესპონდენტები სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს. არკინაზ გულიევა და ზანურა ტალიბოვა ​ამტკიცებდნენ, რომ მათ ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 10 ათასი ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი ჩაეწერათ.

სუსში არკინაზ გულიევასა და ზანურა ტალიბოვას გამოკითხვა ორ საათზე მეტია მიმდინარეობს.

„მე ბაზარში გავიგე, როგორ ამბობდნენ, რომ თურმე ფულს სთავაზობდნენ ვიღაცას იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი ჩაეწერათ. კონკრეტული მაგალითი არ მაქვს ნანახი. მე ისიც ვთქვი სიუჟეტში, რომ ჩემი ნათესავი გარდაიცვალა გულის დაავადებით და შესთავაზეს თუ არა თანხა, არ ვიცი", - განაცხადა ზანურა ტალიბოვამ გამოკითხვაზე შესვლამდე.

მისი ადვოკატის, ალი ბადიროვის განცხადებით, ზანურა ტალიბოვა რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ფლობს.

„ის უბრალოდ ვიღაცის მონაყოლზე დაყრდნობით საუბრობდა. ის ამბობს, რომ ახლობლებისგან გაიგო, თითქოს ასეთი რაღაც ხდებოდა", - აცხადებს ალი ბადირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×